ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობებში ერთ–ერთი პრიორიტეტი ემიგრანტების თემაა

დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში სხვა საკითხებთან ერთად პრიორიტეტულია ქართველ ემიგრანტთა პრობლემის დარეგულირების საკითხი. ამ კუთხით ევროკავშირთან ერთად მიმდინარეობს სამწლიანი გეგმის შემუშავება.


“სამწუხაროდ სამინისტროს არ გააჩნია საკმარისი ბერკეტი, რომ მილიონზე მეტ ქართველ ემიგრანტს სათანადო ყურადღება მიაქციოს, მითუმეტეს, რომ მათი მოთხოვნილებები, რიცხვი და პრობლემები ყოველდღიურად იზრდება“, განაცხადა 20 ივლისს სალომე ზურაბიშვილმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button