ახალი ამბები

ExxonMobil აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტს საქართველოს გავლით განახორციელებს

ExxonMobil–მა 2 ივლისიდან დაიწყო აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზრებზე ბათუმის პორტის გავლით.


გასული წლის დეკემბერში ExxonMobil–მა, რომელსაც  აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტირების უფლება აქვს, განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტში და ამის სანაცვლოდ ხელი მოაწერა ხუთწლიან პროექტს კომპანია Azpetrol–თან ბაქოდან ბათუმში რკინიგზით 10 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტირების თაობაზე .     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button