
ახალი ამბები
სააკაშვილი პარლამენტს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კანონპროექტს წარუდგენს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 ივლისს განაცხადა, რომ იგი პარლამენტს განსახილველად წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის სასჯელს ითვალისწინებს.
პრეზიდენტის თქმით, ამ ინიციატივის თანახმად, არ იქნება საჭირო იმის დამტკიცება, რომ ეჭვმიტანილი კონკრეტულ დანაშაულთანაა კავშირში, არამედ მხოლოდ იმის დამტკიცება იქნება საჭირო, რომ არსებობს კრიმინალური ორგანიზაცია და ეჭვმიტანილი ამ ორგანიზაციასთანა არის დაკავშირებული.