
ახალი ამბები
თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და საგანგებო საქმეთა სამინისტროებმა 5 ივლისს სამხედრო წრთვნები დაიწყეს, რომელშიც 500–მდე სამხედრო მონაწილეობს, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.
ამავე წყაროს ცნობით, წრთვნები, რომლის მიზანია სამხედრო მზადყოფნისა და დე ფაქტო თავდაცვისა და საგანგებო საქმეთა სამინისტროების დანაყოფების ურთიერთქმედების ამაღლება, “ტრადიციულად“ ჯავის რაიონში მიმდინარეობს, სადაც “არ ვრცელდება კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობა“.