ახალი ამბები

სააკაშვილი: თავდაცვის სამინისტრო ჯავახეთში სოციალური პროგრამების განხორციელებას დაეხმარება

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციით მომარაგდება.


პრეზიდენტის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამხედრო ნაწილები მხოლოდ ჯავახეთის მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციით მომარაგდება, რაც ნაწილობრივი კომპენსაცია იქნება რეგიონის მოსახლეობისთვის მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო ბაზა დატოვებს ახალქალაქს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ახალქალაქის რუსულ სამხედრო ბაზაზეა დასაქმებული და მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button