ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრად ეკონომიკის განვითარების მინისტრი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრად ეკონომიკის განვითარების მინისტრი ლექსო ალექსიშვილი დაასახელა, ხოლო ეკონომიკის განვითარების ახალ მინისტრად  – ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ჩოგოვაძე.


პრემიერ-მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოაღაიდელი კვლავ ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდებოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოსტს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკავებდა.      


ფინანსთა უკვე ყოფილმა მინისტრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა თანამდებობა 29 ივნისს მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგადასახადო დეპარტამენტში გამოვლენილი კორუფციის ფაქტების გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.


ეკონომიკის განვითარების მინისტრად ლექსო ალექსიშვილი გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე, ზურაბ ნოღაიდელის ფინანსთა მინისტრობის დროს, ალექსიშვილი მისი მოადგილე იყო.  


 

Back to top button