
კულახმეტოვი მოსახლეობას არ ურჩევს კეხვი-თამარაშენის გზით გადაადგილებას
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი აცხადებს, რომ ცხინვალზე გამავალი კეხვი-თამარაშენის გზის გახსნა, რომელიც ივნისის დასაწყისში ჩაიკეტა, ჯერ ნაადრევია, იუწყება 29 ივნისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.
კონფლიქტის ზონაში დაძაბული ვითარების განმუხტვამდე, რაც 29 მაისის შეიარაღებულმა შეტაკებამ და 6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველის გაუჩინარებამ განაპირობა, კულახმეტოვი ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევს „დროებით თავი შეიკავონ ბლოკპოსტების გავლით გადადგილებისგან“.
მისი თქმით, ქართველი სამართალდამცავები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობის მიმოსვლის უსაფრთხოებას.
“მე მომხრე ვარ გზის გახსნის, მაგრამ ეს ჯერ ნაადრევია, რადგანაც სიტუაცია [ცხინვალის რეგიონში] არასტაბილურია“, განაცხადა მარატ კულახმეტოვმა.