
ახალი ამბები
საქართველო რუს ჯარისკაცებს ვიზების გაცემაზე უარს ეუბნება
ამიერკავკასიაში რუსული ჯარების ჯგუფის შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ყუფარაძემ 28 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის უარმა ვიზები გასცეს რუს სამხედროებზე შესაძლოა შეაფერხოს რუსული ბაზების გაყვანის პროცესი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“.
ყუფარაძის თქმით, ქართულ მხარეს ჯერ ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია იმის თაობაზე, თუ რატომ აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს ვიზების გაცემაზე იმ 1,320 სამხედროსთვის, რომელთაც ბათუმის და ახალქალაქის ბაზებზე ამჟამად მოსამსახურე რუსი ჯარისკაცების როტაცია უნდა განახორციელონ.