
ახალი ამბები
ტალიავინიმ და ბაღაფშმა რკინიგზის გახსნის საკითხი განიხილეს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიდი ტალიავინიმ 27 ივნისს სოხუმში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებთან ერთად აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივა განიხილეს.
“აფხაზეთის არ დაუშვებს პოლიტიკური საკითხების რკინიგზის გახსნის თემასთან მიბმას“, იუწყება “ინტერფაქსი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნოიბით.
ბოლო დროს რკინიგზის აღდგენის იდეას დადებითად გამოეხმაურა როგორც თბილისი, ისე სოხუმი.
სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე დევნილთა გალის რაიონში დაბრუნების პარალელურად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში 2003 წლის 7 მარტს შეთანხმდნენ.