
ახალი ამბები
შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის სამსახურების ერთობლივი სწავლება დაიწყო
27 ივნისს რუსეთის ქალაქ სტავროპოლში შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის სამსახურების ერთობლივი სწავლება იწყება, რომელშიც საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, სწავლების თემაა შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის სამსახურებს შორის ინფორმაციის გაცვლის სრულყოფა.
სწავლება 29 ივნისს დასრულდება.