ახალი ამბები

საქართველოს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა სურს

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა 22 ივნისს განაცხადა, რომ საქართველომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების მასპიძლობაზე განაცხადს აკეთებს.


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გამართულ ცერემონიაზე ხელი მოაწერა საქართველოს ოფიციალურ განაცხადს.


“დარწმუნებული ვარ მოვიგებთ კონკურსში“, განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა ცერემონიაზე გამოსვლისას.


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მასპინძელი ქვეყნების კანდიდატების მიღების პროცედურა გასულ თვეში დაიწყო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button