
ახალი ამბები
დაკავებული რუსი ოფიცერი გათავისუფლებულია
ბათუმში 12 ივნისს ავტომანქანის ძარცვის მცდელობისთვის დაკავებული რუსეთის 90-ე სამხედრო პოლკის ოფიცერი ოლეგ ხარიტონოვი სამართალდამცავებმა 13 ივნისს გაათავისუფლეს.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ ყუფარაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა ოფიცერი ბათუმის სამხედრო ნაწილის მეთაურის პასუხისმგებლობის ქვეშ თავდებით გაათავისუფლეს, იუწყება 14 ივნისს “რია ნოვოსტი“.
ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბათუმში რუსი სამხედრო მოსამსახურის დაკავების მეორე ფაქტია. 20 მაისს სამართალდამცავებმა რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის ოთხი მოსამსახურე “ხულიგნობის“ მოტივით დააკავეს, თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს. ინციდენტს საქართველოში რუსეთის საელჩოს მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.