ახალი ამბები

ბათუმში რუსი ოფიცერი დააკავეს

სამართალდამცავებმა ბათუმში, 12 ივნისს გვიან ღამით რუსეთის ბაზის 90-ე პოლკის ოფიცერი ოლეგ ხარიტონოვი დააკავეს. იგი ავტომანქანის ძარცვაშია ეჭვმიტანილი.

თუმცა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კუპატაძემ “რია ნოვოსტის“–თან საუბარში ინციდენტს “გაუგებრობა“ უწოდა და უარყო მტკიცება, რომ დაკავებულ ოფიცერს მანქანის მოპარვის მცდელობა ჰქონდა.


ეს ბათუმში რუსი სამხედროს დაკავების მეორე ფაქტია. 20 მაისს სამართალდამცავებმა რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის ოთხი მოსამსახურე “ხულიგნობის“ მოტივით დააკავეს, თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს. ინციდენტს საქართველოში რუსეთის საელჩოს მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button