ახალი ამბები

ქართული და აფხაზური მხარეები ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე თანხმდებიან

ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელიც სოხუმს 8 ივნისს ეწვია,  აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერთან ლეონიდ ლაკერბაიასთან და ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მიაღწია შეთანხმებას, რომ აფხაზები ენგურჰესიდან მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს თავად გადაიხდიან. ასევე გადაწყდა ზაფხულის განმავლობაში ენერგიის თურქეთში ექსპორტი.
 
აქამდე აფხაზების მიერ ენგურჰესიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ქართული მხარე იხდიდა.


აფხაზურ მხარესთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით ზამთრის პერიოდში 500 კილოვოლტიან გადამცემ ხაზის “კავკასიონის“ ავარიულად გამორთვის შემთხვევაში ამოქმედდება 220 მგვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “სალხინო“, რომლის საშუალებითაც რუსეთიდან მოხდება ელექტროენერგიის იმპორტი აფხაზეთის გავლით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button