skip to content
ახალი ამბები

სსფ-ის მისიამ საქართველოს ფისკალური ვითარება შეაფასა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თბილისის ოფისის მიერ 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სავალუტო ფონდი დადებით შეფასებას აძლევს მაკროეკონომიკურ ვითარებას საქართველოში და აღნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის რეალურმა მაჩვენებელმა 2004 წელს 6.2%-ს მიაღწია.


სავალუტო ფონდის მისია, რომელიც საქართველოში 1-7 ივნისს იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ 2004 წლის ფისკალური მაჩვენებლები შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებით შემოსავლების მობილიზების კუთხით, რაც საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებამ გამოიწვია.


“წინასწარი მაჩვენებლებით, ამგვარი ვითარება 2005 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა,“ ნათქვამია განცხადებაში.


სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან ინფლაციის საკითხიც განიხილა. მისია მიესალმა ხელისუფლების მზადყოფნას მიიღოს საჭირო ფისკალური ზომები მომავალ თვეებში ინფლაციის შესაძლო ზრდის თავიდან ასაცილებლად.


“ვიზიტის დროს მისიამ მიაღწია შეთანხმებას 2005 წლის ეკონომიკური პროგრამის თაობაზე. ამ შეთანხმების საფუძველზე, მისია გეგმავს შესთავაზოს სსფ-ს ხელმძღვანელობას და აღმასრულებელ საბჭოს, რომ გამოყოს 20 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში”, ნათქვამია განცხადებაში.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button