ახალი ამბები

ქართველი დიპლომატები რიგასა და ტალინში პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავენ

8-9 ივნისს ტალინში მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ესტონეთის საგარეო უწყებებს შორის. 6-7 ივნისს კი ლატვიაში გაიმართა ანალოგიური კონსულტაციები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რიგასა და ტალინში გამართულ შეხვედრებზე მოხდება კონკრეტული გამოცდილების გაზიარება ბალტიის ამ ორი ქვეყნის ევროპულ სივრცეში გაწევრიანების თვალსაზრისით. ასევე განიხილება ქართულ-ლატვიური და ქართულ-ესტონური ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button