ახალი ამბები

მოსკოვი სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებებს დამაკმაყოფილებლად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე იაკოვენკო 8–10 ივნისს სამხედრო საკითხებზე თბილისში გამართულ რუსულ–ქართულ მოლაპარაკებებს დამაკმაყოფილებელს უწოდებს. მისი განცხადებით, მოლაპარაკებების მორიგი ტური 16–17 ივნისს მოსკოვში გაიმართება.


“საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე იურიდიული დოკუმენტის დიდი ნაწილი შეთანხმებულია. გადასაწყვეტი რჩება ცალკეული პრობლემები, რომლებსაც არ აქვთ პრინციპული პოლიტიკური მნიშვნელობა და მოითხოვენ დამატებით ექსპერტულ მუშაობას“, იუწყება 14 ივნისს რუსეთის საგარეო უწყება იაკოვენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, უახლოეს დღეებში საბოლოოდ გადაწყდება თბილისში განლაგებული რუსული ჯავშანსატანკო ქარხნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის საკითხი.


ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხთან  ერთად ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების 30 მაისის ერთობლივი განცხადება, რომელიც ქართულ–რუსულ მოლაპარაკებებზე შესათანხმებელი დოკუმენტის საფუძველს წარმოადგენს, ითვალისწინებს ასევე ჯავშანსატანკო ქარხნის ქართული მხარისათვის 15 ივნისისთვის გადმოცემას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button