ახალი ამბები
საქართველო–თურქეთის საზღვრის მახლობლად იარაღის სამალავი აღმოაჩინეს
8 ივნისს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის “აჭარის” რეგიონული სამმართველოს მესაზღვრეებმა, საქართველო-თურქეთის საზღვრის მე-13 სასაზღვრო სექტორის, “ხიხაძირის” მონაკვეთზე, იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.
ამოღებულ იქნა, Ак-74, Акм, Акмс ტიპის ავტომატები, 1000-მდე ვაზნა და Ргд-5 ტიპის ხელყუმბარა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იუწყება 9 ივნისს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)