ახალი ამბები

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამი ქართველი დაიკარგა

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 6 ივნისიდან სოფელ ქურთას მკვიდრი სამი ქართველი გალაქტიონ, ჰამლეტ და მამუკა ხაჭაპურიძეები არიან დაკარგულები და მათი მოძებნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 


ჯერ–ჯერობით უცნობია დაკარგული ქართველები არიან თუ არა გატაცებულები. თუმცა სამართალდამცავი ორგანოები ერთ–ერთ ძირითად ვერსიად გატაცებას განიხილავენ.


7 ივნისს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულები “კრიმინალურ ბიზნესს“ ეწეოდნენ და მათი გაუჩინარებაც კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება.


შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის ოსი პოლიციელებიც, და კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალები. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button