
ახალი ამბები
რუსი დეპუტატები ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებს სტუმრობენ
რუსეთის სათათბიროს დეპუტატებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტიდან ნიკოლაი ბეზბოროდოვმა და გენადი გუდკოვმა დღეს ბათუმში განთავსებული მე–12 რუსული სამხედრო ბაზა და იქ მომსახურე პირადი შემადგენლობა მოინახულეს. დეპუტატები ასევე აპირებენ ეწვიონ ახალქალაქის ბაზას.
მათი ვიზიტის მიზანია გაეცნონ ბაზებზე შექმილ ვითარებას მას შემდეგ, რაც თბილისმა და მოსკოვმა 30 მაისს მიაღწიეს შეთანხმებას 2005–2008 წლების განმავლობაში ბაზების დახურვის თაობაზე.
საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა საქართველოში მყოფ რუს კოლეგებთან 8 ივნისს შეხვედრის გამართვა.