
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დსთ-ის მომავალზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 3 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მომავალი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებენ მისი წევრი სახელმწიფოები დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები ორგანიზაციის ფარგლებში.
“საქართველოს შემთხვევაში – ჩვენს სასიცოცხლო ინტერესს ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს“, განაცხადა ნოღაიდელმა.
იგი ჟურნალისტებს დსთ-ის წევრი ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელთა სამიტის დაწყებამდე ესაუბრა. სამიტი დღეს იხსნება თბილისში.
ნოღაიდელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დსთ-ის რეფორმირება აუცილებელია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)