ახალი ამბები

ზურაბიშვილი რუსეთს კონფლიქტებთან მიმართებაში ნეიტრალიტეტისაკენ მოუწოდებს

ინგლისურენოვან რუსულ გაზეთ “მოსქოუ თაიმს“-ში 3 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი თანდათან უარს იტყვის თავის “გაურკვეველ“ პოზიციაზე სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში და უფრო “ნეიტრალურ“ და “კონსტრუქციულ როლს“ ითამაშებს საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.   


ცოტა ხნის წინ ზურაბიშვილმა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ ერთობლივი განცხადებას ორმხრივ ურთიერთობებში “ახალი ეტაპის დაწყება“ უწოდა.


ზურაბიშვილმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს ამ კონფლიქტების მოგვარების საქმეში.


“ევროკავშირს, როგორც მეზობელს, აქვს უფლებამოსილება უფრო აქტიური გახდეს … კონფლიქტების მოგვარების საქმეში“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button