ახალი ამბები

ბაზების გაყვანისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან თანხები არ გამოიყოფა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა 1 ივნისს განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანისათვის ბიუჯეტიდან თანხები არ გამოიყოფა.


“ამაზე ბიუჯეტში თანხები არ არის გათვალისწინებული“, განაცხადა ჩეჩელაშვილმა.


მისი თქმით, აშშ–ს გაცხადებული აქვს ნება ბაზების გაყვანის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით. “ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, დასძინა ფინანსთა მინისტრმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button