
ახალი ამბები
ოქრუაშვილი: ბაზების გაყვანისას ყურადღებით უნდა ვიყოთ
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 31 მაისს განაცხადა, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ 30 მაისს მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებისას „ყურადღებით უნდა ვიყოთ“.
“საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებსა და მთავრობებს შორის შეთანხმების შესრულების კეთილი ნება არსებობს, მაგრამ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რათა რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონდეს“, განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთისა და საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში 30 მაისს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლის საფუძველზეც რუსეთი იღებს ვალდებულებას ახალქალაქიდან და ბათუმიდან 2008 წლის განმავლობაში გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ბაზები.