ახალი ამბები

პანკისში მცხოვრები 19 ჩეჩენი ლტოლვილი სამშობლოში დაბრუნდა

პანკისის ხეობაში მცხოვრები 19 ჩეჩენი ლტოლვილი 28 მაისს ჩეჩნეთში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც ლტოლვოლთა დაბრუნებაზე მოლაპარაკებები 24-25 მაისს პანკისში ჩასულმა რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ აწარმოა.


პანკისში მცხოვრები ადამიანის უფლებებათა დამცველის ასლანბეკ აბდულზაკოევის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად განსახლდებიან დაბრუნებული ჩეჩენი ლტოლვილები, რომელთა ტრანსპორტირების ხარჯები რუსულმა მხარემ დაფარა.


“მიუხედავად იმისა, რომ [რუსეთის] დელეგაცია დაბრუნებისას დახმარებას და დროებითი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას ჰპირდება, საფრთხე მაინც არსებობს“, განუცხადა 30 მაისს “სივილ ჯორჯიას“ ასლანბეკ აბდულზაკოევმა, რომელიც “უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო“ ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგია.


მისი ინფორმაციით, ლტოლვილთა კიდევ ერთი ნაკადის დაბრუნება 5 ივნისისთვის იგეგმება.


საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ეთერ ასტემიროვას განცხადებით, ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას ქართული მხარე იმ შემთხვევაში უჭერს მხარს, “თუ ეს ნებაყოფლობით ხდება“.


“ჯერ-ჯერობით ჩვენთვის იმ პიროვნებების სია არ გადმოუციათ, რომლებმაც დატოვეს პანკისის ხეობა“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ასტემიროვამ.


მისი ინფორმაციით, კიდევ 202 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ხანდაზმულები არიან,  მზად არის დაბრუნდეს სამშობლოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button