ახალი ამბები

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უსაფრთხოების კონცეფციას აკრიტიკებენ

გაზეთ “24 საათის“ 28 მაისის ნომერში სამხედრო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართალი და თავისუფლების“ წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი და ექსპერტი დავით დარჩიაშვილი საკუთარ კრიტიკულ შეფასებებს გამოთქვამენ ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის მიმართ, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს.


 


პირველი შენიშვნა ეხება იმას, რომ კონცეფცია ზოგადი დოკუმენტი უნდა იყოს და დეტალებს არ უნდა უღრმავდებოდეს.


 


“პროექტის გაცნობისას შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პრეზიდენტის ანგარიშს ვისმენდი. აქ რამდენჯერმე არის ნახსენები “ვარდების რევოლუცია“ და საუბარია იმაზე, თუ რას მიაღწია საქართველომ რევოლუციის შემდგომ პერიოდში. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის პრეზიდენტის მიერ თავის ქება“, აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.


 


დავით დარჩიაშვილის განცხადებით, “ღირებულებების, ინტერესების და შესაბამისად პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში განსაკუთრებული აქცენტი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მშვიდობის უზრუნველყოფაზე, ლიბერალურ ღირებულებაზე, ტოლერანტობაზე, მულტიკულტურალიზმზე ანუ იმაზე, რაც წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებს“


 


მისი თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკასთან მიმართებაშიც ხელისუფლების დამოკიდებულება დოკუმენტში ცოტა სხვაგვარი უნდა იყოს.


 


ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კონცეფციაში არაჯეროვნად არის გამახვილებული ყურადღება ეთნორელიგიურ კონფლიქტებზე,  არალეგალურ მიგრაციაზე და ენერგეტიკაზე.


 


სამოქალაქო საზოგადოება კონცეფციის მიმართ საჯაროდ საკუთარ პოზიციას დოკუმენტის ოფიციალური სახით მიღების შემდეგ გამოთქვამს.


 

მსგავსი/Related

Back to top button