ახალი ამბები

სააკაშვილმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა 26 მაისს გამართულ სატელეფონო საუბარში გამოხატეს კმაყოფილება სამხედრო საკითხებზე თბილისში გამართული მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის შედეგებზე. სატელეფონო საუბარი ქართული მხარის ინიციატივით შედგა,  იტყობინება რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი  26 მაისს.


ვლადიმერ პუტინმა საუბარში აღნიშნა, რომ ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებული კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელსაც თითქმის მიაღწიეს თბილისმა და მოსკოვმა, ითვალისწინებს ბაზების ორგანიზებულ და ცივილიზებულ გაყვანას.


23–24 მაისს სამხედრო ბაზების თაობაზე ქართულ–რუსული მოლაპარაკებები გაიმართა თბილისში, რომელიც ბაზების გაყვანის ბოლო ვადაზე კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.


პრეზიდენტმა პუტინმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბარში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეც მიულოცა. 


 

მსგავსი/Related

Back to top button