ახალი ამბები

პრეზიდენტმა აფხაზ და ოს “ძმებს“ მათივე ენებზე მიმართა და მშვიდობისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ აფხაზ და ოს ძმებს მათ ენებზე მიმართა და ერთიანობისა და მშვიდობისაკენ მოუწოდა.


“ათინჩრა, ეს არის მშვიდობა აფხაზურად და საბდინათ, ეს არის მშვიდობა ოსურად“,  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტი აფხაზებსა და ოსებს კიდევ ერთხელ უწვდის ხელს და ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ აღლუმზე მძიმე ტექნიკის გამოყვანისაგან თავი იმ მიზეზით შეიკავა, რომ “არ გვინდა ვინმეს დავემუქროთ“.


“მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ [აფხაზებს, ოსებს], რომ ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი. ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაშია, მათ შორის ეს შეიარაღებული ძალები, ქვეყნის გარე აგრესიისგან დასაცავად არის… გათიშულობის და გაყოფის დრო უნდა დამთავრდეს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა გასული წლის 26 მაისსაც თავიანთ ენებზე მიმართა და მეგობრობის ხელი გაუწოდა აფხაზებს და ოსებს.


 

მსგავსი/Related

Back to top button