ახალი ამბები

სააკაშვილი: ჟვანიას სიკვდილი ყველაზე დიდი დარტყმა იყო

საქართველოს პრეზიდენტი გასული წლის დამოუკიდებლობის დღიდან ერთი წლის შედეგების შეფასებისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ყველაზე დიდ დანაკლისად შეაფასა. 
 
“მე დავკარგე ყველაზე ახლობელი მეგობარი და მნიშვნელოვანი მრჩეველი, რომელიც მყავდა – ზურაბ ჟვანია. ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი დარტყმა და დარტყმა იყო ქვეყნისთვისაც. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით, რადგან დამჭირდა რამდენიმე თვე, რათა მოვსულიყავი გონს და გავმართულიყავი,“ განაცხადა დღეს ავლაბარში პრეზიდნეტის მშენებარე რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე მიერილ სააკაშვილმა.

სააკაშვილს არ გაუკეთებია კომენტარი იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დროს პრესის და ჟვანიას ოჯახის წევრების მიერ, ყოფილი პრემიერ–მინისტრის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით გაისმის.
 
მეორე დანაკლისად პრეზიდნეტმა 9 მაისს გურიის მხარის რწმუნებულის ჟანი კალანდაძის ავტოკატასტროფაში დაღუპვა და გასული წლის აგვისტოს თვეში სამხრეთ ოსეთში შეტაკებებში 16 ჯარისკაცის დაკარგვა დაასახელა და განაცხადა, რომ ეს დიდი ტრაგედია იყო.

მსგავსი/Related

Back to top button