ახალი ამბები

სააკაშვილი: ნავთობსადენი და გაზსადენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტიაა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრისას ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


“მას შემდეგ, რაც გაზსადენი მომავალი წლის ბოლოსთვის ექსპლუატაციაში შევა, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხი საბოლოოდ დაიხურება. საქართველო აღარ იქნება ენერგეტიკულად დამოკიდებული რაიმე ერთ კონკრეტულ არხზე. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტია,“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის, თურქეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად  25 მაისს ბაქოში, სანგაჩალის ნავთობტერმინალზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში პირველი ნავთობის გაშვების ცერემონიალს დაესწრება. 
 
შაჰდენიზის გაზსადენის მშენებლობა უკვე დაწყებულია და გეგმის მიხედვით ექსპლუატაციაში 2006 წლის ბოლოსთვის შევა.

მსგავსი/Related

Back to top button