ახალი ამბები

ზურაბიშვილის საპალამენტო მოსმენა ცოტა ხნით გადაიდო

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 23 მაისს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს სამხედრო ბაზების თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ბიუროს ფორმატში 23 მაისს მოგვიანებით მიაწვდის, ნაცვლად 15:00 საათისა, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი.


“ქალბატონმა სალომემ მთხოვა ცოტა ხნით გადაგვედო მოსმენა და მას შემდეგ ჩაგვეტარებინა, რაც ცნობილი გახდებოდა [ქართულ და რუსულ მხარეებს შორის ბაზებზე] მოლაპარაკებების პირველი შედეგები. მე შევთავაზებ პარლამენტის ბიუროს ეს მოსმენა მოგვიანებით, საღამოსკენ გაიმართოს“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედისთვის“ გაკეთებულ კომენტარში.


რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ექსპერტები რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებებს თბილისში 16:00 საათისთვის განაახლებენ. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button