ახალი ამბები

ცხინვალი რუსული ბაზების მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთის მსგავსად,მზადყოფნას  გამოთქვამს მიიღოს ახალქალაქიდან და ბათუმიდან გაყვანილი რუსული სამხედრო ბაზები, თუ მსგავსი მოთხოვნა იქნება რუსეთის მხრიდან.


“რუსეთის ჯარები სამხრეთ ოსეთისთვის მუდამ უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენდა და ახლა განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის მხარდაჭერას, როგორც საერთაშორისო ტერორიზმისაგან დაცვის გარანტს“, იუწყება 17 მაისს სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


16 მაისს თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა რუსული სამხედრო ბაზების აფხაზეთში განთავსებასთან დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button