ახალი ამბები

ნატო IPAP-ის მიმდინარეობას განიხილავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 მაისს ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) შუალედური შეფასების განხილვა გაიმართა ნატო-საქართველოს ფორმატის (26+1) ფარგლებში.


ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოფ სხეფერთან.

მსგავსი/Related

Back to top button