skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში: აფხაზეთი მზადაა განათავსოს რუსული სამხედრო ბაზები

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც 15 მაისიდან მოსკოვში იმყოფება, დღეს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ მზადაა განათავსოს რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთში.


“ჩვენ მზად ვართ ჩვენს ტერიტორიაზე განვათავსოთ რუსული სამხედრო ბაზები, თუ ამის სურვილი ექნება რუსეთს“, განაცხადა ბაღაფშმა.


მისი თქმით, რუსული სამხედრო ბაზების განთავსება შესაძლებელია არა მხოლოდ გუდაუთაში, “სადაც ადრე მსგავსი ბაზა უკვე იყო განლაგებული“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button