ახალი ამბები

ბურჯანაძე: ქართულ–რუსული ურთიერთობები მოგვარდება, თუ რუსეთი ბაზებს გაიყვანს

დღეს პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, “აშშ ყოველთვის გაუსვამს ხაზს [1999 წლის] ეუთოს სტამბულის შეთანხმების შესრულების საჭიროებას და პრინციპულად შეეცდება, რომ საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხმა აქტუალობა არ დაკარგოს, მაგრამ გაყვანის ტექნიკური დეტალები საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებების საკითხია“.


ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ქართულ–რუსული ურთიერთობების ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, “თუ რუსეთი გამოიჩენს ვაჟკაცობას და მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში გაიყვანს ბაზებს“.


თბილისში მყოფმა აშშ–ს პრეზიდენტმა 10 მაისს გამართულ ბრიინგზე განაცხადა, რომ მან 9 მაისს ვლადიმერ პუტინთან განიხილა ბაზების საკითხი.

Back to top button