ახალი ამბები

ბაღაფში: აფხაზეთის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში უკვე გამოეხმაურა 10 მაისს აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თბილისში გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას ეხებოდა და განაცხადა, რომ აფხაზეთის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება.


“ჩვენ პატივს ვცემთ აშშ–ს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომელიც მიესალმა ქართული მხარის წინადადებას მიანიჭოს ავტონომია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუმცა აფხაზეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე უკვე გააკეთა თავისი არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ, რომლის პატივისცემაც აუცილებელია“, განუცხადა 10 მაისს ბაღაფშმა “ინტერფაქსს“.


თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა აქვე აღნიშნა, რომ “მზადაა საქართველოსთან ყველა სადაო საკითხში მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს“.

Back to top button