ახალი ამბები

ბუში: რუსეთის ინტერესებში მეზობლად დემოკრატიული საქართველო უნდა შედიოდეს

აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს პრეზიდენტთან 10 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესებშია მეზობლად დემოკრატიული საქართველოს არსებობა, “როცა მშვიდობიანი ქვეყანა გესაზღვრება, ამით სარგებელს იღებს“, დასძინა ბუშმა.


“საქართველო მშვიდობიანი და დემოკრატიული ქვეყნის კარგი მაგალითია… იმედი მაქვს, რომ რუსეთი აღიარებს მეზობლად დემოკრატიული ქვეყნის არსებობის მნიშვნელობას“, განაცხადა აშშ–ს პრეზიდენტმა.


ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ საქართველოს “ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მეგობრულ ურთიერთობების დამყარება სურს“.

Back to top button