ახალი ამბები

აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტები ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს შეხვდნენ

პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს შეხვდნენ.


“საქართველოში არის ტერიტორიები, სადაც ათასწლეულების განმავლობაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ქართველებთან ერთად ურთიერთგაგებით თანაცხოვრობენ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებისას.


აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ისეთი საზოგადოების არსებობა, “რომელიც ეროვნულ უმცირესობებს პატივს სცემს“.


 

Back to top button