ახალი ამბები

ალასანია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის შესახებ ისაუბრებს

1–7 მაისს აშშ-ში ვიზიტად მყოფმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ შეხვედრები გამართა აშშ-ს კონგრესის და სახელმწიფო  დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ს გაზრდილ როლზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.


“ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის [9–10 მაისი] წინ, განსაკუთრებული ხაზი გაესვა აშშ–ს გაზრდილ დაინტერესებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი“, განუცხადა 4 მაისს “სივილ ჯორჯიას“ აფხაზეთის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ტაბლიაშვილმა.


დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ამავდროულად პრეზიდენტ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ირაკლი ალასანია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კონფლიქტის დარეგულირების და მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვა.


3 მაისს ირაკლი ალასანია შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ჟან მარი გიენოს და კონსულტაციები გამართა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან


ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვიდა ასევე საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრში, სადაც კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე ისაუბრა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button