
ახალი ამბები
სააკაშვილი ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობას მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტი სააკაშვილი 3 მაისს საღამოს 7 საათზე პრეზიდენტ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობას თბილისის საკრებულოდან მიმართავს და ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. პრეზიდენტ ბუში საქართველოს 9-10 მაისს ეწვევა.
პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით ღია შეხვედრაზე რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოსულ სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხებს.
This post is also available in: English (ინგლისური)