ახალი ამბები

საქართველო სტიქიის გამო დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას სტიქიით დაზარალებულებული რეგიონებისათვის აუცილებელი დახმარების მოზიდვის თხოვნით. 27 აპრილს ამ მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გომიაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს უკვე აღუთქვეს დახმარება გაერო-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშია სხვადასხვა საერთაშორისო და დონორი-ორგანიზაციები, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციამ.


“დახმარების სურვილი უკვე გამოხატა საბერძნეთის საელჩომ საქართველოში“, განაცხადა 28 აპრილს გიგი უგულავამ.


“ამ ეტაპზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები დეტალურ ინფორმაციას აწვდიან ადგილსამყოფელი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს სტიქიურ ზონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 27 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.


საერთაშრისო დახმარების მოზიდვის პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს რიგ რეგიონებში წყალდიდობასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილი კრიზის–ჯგუფი. 

მსგავსი/Related

Back to top button