ახალი ამბები

ხაინდრავა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

დღეს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ელჩი როლფ ეკეუსი და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი მიიღო, იტყობინება სახელმწიფო მინისტრის პრეს–სამსახური.


საუბარი შეეხო სამცხე–ჯავახეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეუთოს მიერ განხორციელებულ პროექტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტის ზონებში ქართველთა ეთნიკური ნიშნით დევნის ფაქტებს.


გოგა ხაინდრავამ განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნა გალში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნაზე აფხაზური მხარის უარი.


“ადამიანის უფლებები ის საკითხია, სადაც უკომპრომისო ვიქნებით, გალის რაიონის ქართველმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


 

მსგავსი/Related

Back to top button