ახალი ამბები

ბარისახოში გარდაცვლილი მესაზღვრის გადმოსვენება ვერ ხერხდება

სასაზღვრო პუნქტ “ბარისახოში” 24 აპრილს დაუდგენელ ვითარებაში დაღუპული ჯარისკაცის სოსო სირბილაძის გადმოსვენება უამნიდობის გამო ვერ ხერხდება. ჯარისკაცი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.


გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რადგან შემთხვევის ადგილამდე ვერც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აღწევენ.


გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით 27 აპრილს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის კორნელი სალიას განცხადებით, “ბარისახოს სასაზღვრო პუნქტში ვერტმფრენით ჩასვლა უამიდობის გამო შეუძლებელია, სახმელეთო გზა კი დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია“. 



 

მსგავსი/Related

Back to top button