ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო კოდორის ხეობის ბატალიონის გაუქმებას არ აპირებს

თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს გააუქმოს კოდორის ხეობაში განლაგებული ბატალიონი “მონადირე” , რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისაგან არის დაკომპლექტებული.


“ბატალიონში მიმდინარეობს ოპტიმიზაცია და ეს პროცესი პერიოდულად ხორციელდება“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა ინწკირველმა.


ბატალიონის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაცია 26 აპრილს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით თავად ბატალიონის წევრებმა გაავრცელეს. 


300-400 კაციანი ბატალიონები “მონადირე“, რომელიც აფხაზეთის თბილისის მიერ კონტორლირებად კოდორის ხეობაშია განლაგებული და ზემო სვანეთში განლაგებული ბატალიონი “სვანეთი“ ოთხი წლის წინ დავით თევზაძის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში შეიქმნა და საზღვრის კონტროლი დაევალა.


 

მსგავსი/Related

Back to top button