ახალი ამბები

გილაური აზერბაიჯანში გაზის იმპორტის საკითხებს განიხილავს

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური დღეს სამდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა.


მინისტრი ბაქო–თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაციისა და აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის საკითხებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს.


სათბობ-ენერეგტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში განიხილება შაჰდენიზის გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხი. წინასწარი ინფორმაციით, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 3 მილიარდ 3 აირს შეიძენს.
 
შაჰდენიზის გაზსადენის ამოქმედება, რომლის მშენებლობის 40% უკვე დასრულებულია, 2006 წლისთვის იგეგმება.



 

მსგავსი/Related

Back to top button