ახალი ამბები

კოკოშინი: სუამი დსთ–ს ალტერნატივად აღიქმება

რუსეთის სათათბიროს დსთ–ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კოკოშინი 25 აპრილს “ინტერფაქსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში სუამი დსთ–ს ალტერნატივად აღიქმება.


სუამის სახით არის მცდელობა, თვლის კოკოშინი, რომ “რაღაც ალტერნატიული შეიქმნას იმისა, რასაც რუსეთი პოსტსაბჭოურ სიცრცეში აშენებს“.


22 აპრილს კიშინიოვში გამართულ სუამის  (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) სამიტი წევრმა სახელმწიფოებმა შეაფასეს, როგორც მკვეთრი შემობრუნება რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ.


 

მსგავსი/Related

Back to top button