skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტ ლიდერთა შეხვედრა ერთი თვით გადაიდო

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 22 აპრილს “აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის ლიდერთა შეხვედრა მაისის ბოლოს შედგება.


თუმცა მანამდე, შამბას განცხადებით, სოხუმში 28 აპრილს არაღიარებული რესპუბლიკების საგარეო უწყების პირველი პირები შეიკრიბებიან, სადაც შეფასებას მისცემენ 22 აპრილს სუამის სამიტის შედეგებს, განიხილავენ ურთიერთთანამშომლობის საკითხებს და შესაბამის დოკუმენტს მოაწერენ ხელს.


სერგეი შამბას განცხადებით 28 აპრილის შეხვედრაზე, რომელშიც წინასწარ ცნობილია, რომ მონაწილეობას არ მიიღებს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლობა, შეთანხმდება სეპარატისტ ლიდერთა შეხვედრის დროც.


გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელი იყო, რომ სეპარატისტი ლიდერები 22 აპრილს კიშინიოვში მიმდინარე სუამის სამიტის პარალელურად შეიკრიბებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button