We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

BSEC–ის წევრი ქვეყნების დიპლომატები საბერძნეთში იკრიბებიან

23 აპრილს საბერძნეთის ქალაქ კომოტინში გაიმართება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-12 სხდომა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


სხდომაზე განხილული იქნება რეგიონალურ ორგანიზაციებთან და რეგიონალურ ინიციატივებთან თანამშრომლობა, წევრ-ქვეყნებს შორის თანამშრომლობა,  ფინანსური და ასევე BSEC-ში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები. ცოტა ხნის წინ აშშ–მ  გამოთქვა სურვილი BSEC-ში დამკვირვებლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.


საქართველოს დელეგაციას  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე უხელმძღვანელებს.


 

Back to top button