ახალი ამბები

კერძო არბიტრაჟებს საგადასახადო დავების განხილვის უფლება ჩამოერთვათ

22 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უყარა კენჭი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თაობაზე, რომლითაც გაუქმდა საგადასახადო დავების კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტი.


მიღებული გადაწყვეტილებით საგადასახადო დავები, რომელსაც ამჟამად იხილავდა არბიტრაჟი, საერთო სასამართლოებში გადაინაცვლებს. თუმცა მთავრობას მოუწევს უკვე გადაწყვეტილი საქმეების აღსრულება.


საგადასახადო არბიტრაჟის გაუქმებაზე საქართველოში მოქმედ ბიზნესმენთა და ექსპერტთა უმრავლესობის პროტესტის მიუხედავად, მთავრობამ და პარლამენტმა უკან არ დაიხია და მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ბიუჯეტი ათობით მილიონი ლარის დაკარგვას გადაურჩა.


 


 

მსგავსი/Related

Back to top button