ახალი ამბები

სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამა ოფიციალურად დაიწყო

კრწანისის სასწავლო ცენტრში დღეს ოფიციალურად გაიხსნა ქართულ-ამერიკული სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამა (SSOP). ახალი პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე ქუთაისის 23-ე ბატალიონი გაიწვრთნება.


ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამის შესახებ დოკუმენტი 29 მარტს გაფორმდა.


ეს მეორე პროგრამაა, “წვთნისა და აღჭურვის პროგრამის“ (2002–2003 წწ) შემდეგ, რომლითაც აშშ  ქართულ ჯარს ეხმარება. ამერიკულმა მხარემ ახალ პროგრამაზე 60,5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით SSOP-ში მონაწილეობისთვის 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი რეგისტრაცია მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო.


 

მსგავსი/Related

Back to top button